მამა პეტრე კოლხი მეორედ მოსვლის შესახებ

მამა პეტრე

12 იანვრის პატრიარქის ქადაგებას, სადაც ის ბოლო ჟამის შესახებ საუბრობდა სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ქადაგებას მამა პეტრე კოლხიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში წერს:

“მათ, ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი და ლეგენდის ნაწილი ჰგონია, მათ, ვისაც რელიგია საკუთარი განდიდების, გამდიდრების წყაროდ უქცევია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო, მთელი მისი მშვენიერების მიუხედავად, წარმავალია!..
მორწმუნე ადამიანის დანიშნულება, სწორედ მზადებაა უფალთან შესახვედრად… არ აქვს მნიშვნელობა, უფალი მომისწრებს მიწაზე, თუ პირიქით, მე წავრდგები უფლის წინაშე…
დიახ, ყოველი წამი ახლოს არის რაღაცის დასასრულთან და უფრო დიდის დასაწყისთან…
,,იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი”…
ერთამენთის განკითხვას, სიძულვილს და აგრესიას სჯობს, მოვამზადოთ ჩვენი გული იმ ტახტად, რომელზეც უფალი დაბრძანდება!.. ” – წერს პეტრე კოლხი

პოპულარული

ჩინეთმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1000 საწოლიანი საავადმყოფო 48 საათში ააგო
ჩინელმა მკვლევარებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა შექმნეს
სექსუალური ძალადობის შემდეგ, შშმ პირი 65 წლის კაცისგან დაორსულდა - რა წერია ზუგდიდში 22 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში
"ხელი ჩაწიე, უზნეო ხალხი ხართ" - ლაჩარი ხარ!"- დაპირისპირება მდინარაძე-ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
დაწერე კომენტარი