მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს – ადვოკატი

mamaladze

„სრულყოფილ ჩვენებას იძლევა უახლოეს დღეებში ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს,“ – განაცხადა მამა გიორგის ადოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

cyc

ადვოკატები ამ დრომდე ვერ საუბრობენ გამომძიებლების საავადმყოფოში მოსვლის დროსთან დაკავშირებით. ადვოკატები საპატრიარქოშიც იმყოფებოდნენ. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, კათოლიკოს-პატრიარქს პირისპირ შეხვდა და ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო. მამა გიორგის აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავებული სასულიერო პირი უახლოეს დღეებში დუმილს დაარღვევს.

წყარო: http://rustavi2.com

რეკლამა

დაწერე კომენტარი