“მამაჩემს უბრძოლია, „ვაი დედა“ ესღა მოასწრო და გათავდა. 34 წლის იყო” – მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!

გიოტგი ღარიბაშვილი

ბლოგერ გიორგი ლიპარიშვილის ემოციური პოსტი – მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!

“90-იანები ახალი დამთავრებული იყო. ქვეყანაში ისე ბნელოდა თვალთან თითს ვერმიიტანდი. ალაგ-ალაგ, დროდადრო, ისმოდა სიხარულის შეძახილები, რომელიც შუქისმოსვლას ახლდა და ყველა დღესასწაულს უტოლდებოდა (ზოგს ჯობნიდა კიდევაც).

მამაჩემი „საქენერგოში“, ელქსელებში, ენერგეტიკის სახელმწიფო დაწესებულებაშიმუშაობდა. ბაბუაჩემიც.
ხშირად, სახლში სხვადასხვა უბნიდან ბრბო მოგვივარდებოდა: – შუქი რატო არ გვაქვსო?!
თითქოს გამონაგონ მე-9 ბლოკს, ჩემი ოჯახი ბლოკავდა. ბრბოს აბობოქრება ზოგჯერჩხუბითაც კი მთავრდებდა. ქვეყანაში პურიც ჭირდა და სამართალიც…

მამაჩემი მიდგა-მოდგა და ამ უსინათლო სამსახურს თავი დაანება. ბევრი იმუშავა თუ ცოტაიმუშავა, მაინც იქ დაბრუნდა, სადაც ბოლოს, სიცოცხლეც დატოვა…

ბიზნესბიძებმა თავისი ნაყიდი ტერიტორის კაბელებისაგან გათავისუფლება გადაწყვიტეს.ეს ამბავი უფასოდ ელქსელებს დაევალა. 7 კაციან ბრიგადაში 1 მამაჩემი იყო.
მთასავით კაცი, რომელსაც დედაჩემის სიზმრებზე სულ ბავშვური გულწრფელობითიღიმოდა. იმ დღეს სიზმარს შეუშინებია. ქუჩაში შემხვედრისთვისაც კი უკითხავს სიზმრისახსნა თუ იციო. დაუცინია იმ კაიოჯახიშვილს.

„ტანი უგრძნობდა“. კოლეგამ უთხრა ბოძზე ამხელა ტანით არ ახვიდე, ქვემოთ იმუშავეო.ქვემოთ კი უკანონოდ გაყვანილი, ბნელი ქვეყნის ნათელი კაბელი მიიკლაკნებოდა…

მამაჩემს უბრძოლია. „ვაი დედა“ ესღა მოასწრო და გათავდა. სიცოცხლე გათავდა,წუთისოფელი… 34 წლის იყო, ახლანდელ ჩემზე, 2 წლით დიდი, მხოლოდ 2 წლით.
ამ დღეს ჩემი დის დაბადებისდღე იყო.
მამაჩემს დააგვიანდა, სამუდამოდ დააგვიანდა…

წესიერად სიკვდილიც არ აცალეს. ბიზნესბიძები დაფაცურდნენ… პროკური მოიძურწა, აბაამხელა ვაჟკაცის სხეული ექსპერტიზით როგორ უნდა დაასახიჩროთ უბედური შემთხვევაიყო, აგერ ხელი მოაწერეთ, რომ ჩივილის არ აპირებთო. გრძელი ენებიც გაავლეს, მგონიკაბელს იპარავდა და ამიტომ დაემართა იმ უბედურსო. გაჩუმდით, ხალხი არალაპარაკოთო…

ბიზნესბიძებმა გაიმარჯვეს. სამართალი მშიერი დარჩა.
მამაჩემის ხელფასიც კი, რომელიც კანონით გვეკუთვნოდა, რამდენიმე წელიწადშიმიტოვებული სახლის ღობესავით მოგვიხსნეს. რა ვქნათ კომპანია გაკოტრდაო, კომპანიასსახელი გამოუცვალეს, კანი იგივე დაუტოვეს. სახელმწიფომ აქაც ჭამა…

სამაგიეროდ, ისეთი ქელეხი გაიმართა 6 ქორწილს დაიტევდა. ახალგაზრდა კაცი იყო, აბასხვანაირად როგორ შეიძლებაო. ჭამე რამეს პირი დაადგი, არ შეიძლებაო, მიცვალებულს არმიეკაროთ არ შეიძლება, ინერვიულებთო… ნუ ტირით არ შეიძლება, მიცვალებულის სულიცრემლში დაიხრჩობაო…
აქ საზოგადოებამაც ბლომად ცრურწმენები და ცრუპენტელობები ყარა.

ბებიაჩემი მამაჩემის დარდს მალევე გადაყვა. ცოტა მერე ბაბუაჩემიც. ჩვენ კიდევ ამდარდის, უსამართლობის და წამებში წართმეული სიცოცხლით, ცოცხლები დავრჩით…

ახლა, როცა 21-ე საუკუნე უკვე სრულწლოვანია, ახლა როცა შუქი მთელ ქვეყანაში ანთია,ისევ ბნელა…

ადამიანები ისევ იხოცებიან, ბიზნესბიძები ისევ სიცოცხლეებზე ითბობენ ხელს,სახელმწიფო ისევ უსუსურობს, საზოგადოება ისევ ატამივით იხლიჩება…

ვფიქრობ, ნეტავ, ახლა, მამას და სამართალს მაინც დავკარგავდი?!
მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!”

droni.ge
loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
„ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“ - დიმიტრი მედოევი
დაწერე კომენტარი