მაკრონმა რუსეთი სირიაში ქიმიური თავდასხმის თანამონაწილედ დაასახელა

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონის თქმით, კოალიციის მიერ სირიაში განხორციელებული ინტერვენცია ლეგიტიმური იყო. მისი განცხადებით ეს იყო ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია და საფრანგეთს და მის მოკავშირეებს ბაშარ ალ ასადის რეჟიმისთვის ომი არ გამოუცხადებიათ.

ამასთანავე ემანუელ მაკრონმა რუსეთი სირიის პრეზიდენტის თანამზრახველობაში დაადანაშაულა და განაცხადა რომ რუსეთი მეთოდურად ზღუდავდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან აცილება დიპლომატიური არხებით არ მომხდარიყო.

„რა თქმა უნდა, ისინი თანამონაწილეები არიან.“- განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით ის ესაუბრა ვლადიმერ პუტინს და რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება უარყო.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, გრძელვადიანი გადაწყვეტილებისთვის, საჭიროა ირანთან, რუსეთთან და თურქეთთან საუბარი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარი მიდის იმაზე, რომ „სირია არ დარჩეს მხოლოდ ბაშარ ასადის ხელში“ , მაკრონის თქმით მისი ქმედებები მიმართულია, იმის მოსამზადებლდ, რომ მოხდეს სირიაში მდგრადი გადასვლა და ეს პუტინთან შეთანხმებითაც უნდა მოხდეს.

“ნიუპოსტი”

იტვირთება…

პოპულარული

ცარიელი სკამი პრინცი ჰარის ჯვრისწერაზე - შვილმა გარდაცვლილ ლედი დიანას პატივი მიაგო (ფოტო)
„ხელვაჩაურში 25 ლარად ნაყიდი პერანგი, H&M-ის ახალ კოლექციაში დამხვდა 89.99 ლარად...“ - ბიზნესი ქართულად
საუკეთესოდ ჩაცმული სტუმრები სამეფო ოჯახის ქორწილზე (ფოტოები)
დედოფალი ელიზაბედ მეორე პრინცი ჰარის ქორწილში და მისი სამოსი სამეფო ოჯახის სხვა ქორწილებზე (ფოტოები)
დაწერე კომენტარი