”მოხარული ვართ, რომ მაიკ პენსი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა” – ჯანელიძე

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან ხანმოკლე ვადაში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დავალებით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია – შესაბამისი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტახნის წინ გააკეთა.

“მოხარული ვართ, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. ასევე ხაზსგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში საქართველოსთან ერთად ისეთ ქვეყნებში იმართება, როგორიცაა – ესტონეთი და მონტენეგრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველო აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე ის გზავნილიც მეტყველებს, რაც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები – საქართველო და მონტენეგრო აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის მოკავშირეები არიან და ამერიკა ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად დარჩება… ამერიკა ყოველთვის იყო ძირითადი გარანტი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი გავიდა და ამ პერიოდში ამერიკის მხარდაჭერა პოლიტიკური თუ ფინანსური იყო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის. ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მტკიცე მხარდამჭერია. ამ მიმართულებით ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, მისი ადმინისტრაციისა და ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების მხრიდან აღმოჩენილი უპრეცედენტო მხარდაჭერა ვნახეთ, რაც რეზოლუციებში, განცხადებებსა თუ საკანონმდებლო აქტებში გამოიხატა. ამერიკა აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას კონსტრუქციული მიდგომებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით მხარს უჭერს. პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, ამერიკის ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან ხანმოკლე ვადაში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ეს ვიზიტი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ჩამოყალიბებულ ძალიან კარგ ურთიერთგაგებას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა ამერიკაში საქართველოს მთავრობის წევრების ვიზიტებიც შეაფასა. მისი თქმით, ამერიკის მაღალი დონის მხარდაჭერა განპირობებულია საქართველოს მთავრობის ერთგულებით საერთო ღირებულებებისადმი.

“ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული განსაკუთრებული პროგრესი საფუძველია ჩვენი ღრმა სტრატეგიული პარტნიორობის“, – დასძინა ჯანელიძემ.

პოპულარული

"17 წლის გოგოს ჩვილი მოუკლეს იმიტომ, რომ მისი ყვერი ძმა უბანში ვეღარ იბლატავებდა... იმიტომ, რომ..." - შემზარავ ამბავს სოცქსელში ეხმაურებიან
"ეს ხდება კარფურში...როდემდე ადამიანებო?" - რა შეემთხვა ჰიპერმარკეტის თანამშრომელს
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
დაწერე კომენტარი