“მაიამ და ლელამ დააჭერინეს ჩემი თავი,დე­დას ვფი­ცა­ვარ რა კლა­სია. რე­ა­ლუ­რად თუ მაგ­რად არ …” – გუკა რჩეულიშვილი

გუკა

კინოპროდუსერი გუკა რჩეულიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ის დედამისმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ ლელა კილაძემ დააჭერინა.

„ერთი, ორი სი­ტყვა ჩემ და­ჭე­რა­ზე ხომ უნდა ვთქვა?! „იტოგ­ში“ მე მარ­თლა ისეთ სი­მაღ­ლე­ზე დავფრი­ნავ­დი, რომ პა­ტა­რა შეც­დო­მა სიკ­ვდი­ლი იყო! ამი­ტომ, მა­ი­ამ და ლე­ლამ რომ ნა­ხეს ფსი­ქი­კუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი, რაც კვლე­ვით დამ­ტკიც­და და სა­გი­ჟე­თი არ მი­ტო­ვებ­და, იქი­რა­ვეს ად­ვო­კა­ტი და და­ა­ჭე­რი­ნეს ჩემი თავი. ხომ კარ­გი ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ მანდ არ მთავ­რდე­ბა.

4 თვე­ში რომ გა­მო­ვე­დი, იმ ქალ­ბა­ტო­ნი ად­ვო­კა­ტის, რო­მე­ლიც ჩემი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მისი გა­სამ­რჯე­ლოს ნა­ხე­ვა­რი რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, მე გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. დე­დას ვფი­ცა­ვარ რა კლა­სია. რე­ა­ლუ­რად თუ მაგ­რად არ ვუ­ფა­სებ­დე ორი­ვეს. რა ძნე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით ლე­ლას მხრი­დან, იმი­ტომ, რომ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა მას მო­უ­წია!

ასე მოხ­და ეს ის­ტო­რია, არც ინ­შა­ლაჰ და მა­შა­ლაჰ ამას არ უნდა, მაგ­რამ ად­ვო­კა­ტის თემა „უთე­ლე­სია…“ – წერს გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

ინფორმაციისთვის, „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და კინოპროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი, რომელიც ცოლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით საკუთარ სახლთან დააკავეს, 6 თვის შემდეგ თბილი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გაათავისუფლა.

დაწერე კომენტარი