მაია დარსმელიძემ ჩვენს 25-წლიან მეგობრობას ხაზი გადაუსვა, – ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე

„მისი უამრავჯერ არასწორად და სხვანაირად შესრულებული მინახავს, მაგრამ არასდროს ხაზი არ გამისვამს არცერთი მომღერლისთვის. რა უნდა ვუპასუხო ქალს, რომელთანაც ვმეგობრობდი და ბევრი კარგი დრო მაქვს გატარებული? ავდგები და არაფერს ვუპასუხებ.

„ძალიან ცუდი და გულდასაწყვეტია, რომ მაია დარსმელიძემ ჩვენს 25-წლიან მეგობრობას ხაზი გადაუსვა და წყალში ჩაყარა ის ურთიერთობა იმ არასწორი დამოკიდებულების გამო, რომელსაც ჰქვია არაკოლეგიალობა”, – ასე პასუხობს „რეზონანსთან” საუბრისას „ქუჩის ბიჭების” წევრი ზურა ხაჩიძე მაია დარსმელიძის კრიტიკას.

ბათუმში „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე „ქუჩის ბიჭების” მიერ ცოცხლად შესრულებულ ნამღერ სიმღერას სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ერთ-ერთი, ვინც „ქუჩის ბიჭების” შესრულება გააკრიტიკა, მომღერალი მაია დარსმელიძეა, რომელმაც ამ შესრულებას „კატასტროფა” უწოდა.

ხაჩიძის თქმით, მსგავსი შემთხვევევბი მომღერლებში არსებობს, თუმცა ცუდად შესრულების გამო მომღერალი მას არასდროს გაუკრიტიკებია. მისი აზრით, ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე აქვს მიღებული.

„არაერთი ნამღერი მომისმენია მომღერლებისგან ძალიან ცუდად შესრულებული, რომელთაც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება აქვთ, მაგრამ ამ დროს ჩემს კოლეგაზე ცუდი არასდროს მითქვამს“, – განაცხადა ხაჩიძემ.

მან „რეზონანსთან” საუბრისას განმარტებაც გააკეთა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ამ კონცერტზე „ქუჩის ბიჭების” ჩავარდნა.

„მუსიკოსების შემთხვევაში მსგავსი რამ ხდება ტექნიკური გაუმართაობის გამო, ან იმის გამო, რომ ფორმაში არ არის. აქ, ამ შემთხვევაში ჯგუფის ჩავარდნა იყო. 25 წელია ასეთი არაფერი მომხდარა.

„ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. იყო საშემსრულებლო ჩავარდნა. ვერცერთ ფრაგმენტს ვერ მიჩვენებთ, რომ „ქუჩის ბიჭების” მიმართ კითხვა იყოს დასმული ცოცხლად შესრულებასთან დაკავშირებით.

„პოლიტიკაშია ეს ყველაფერი გადატანილი. ის ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ჩვენს სიმღერებზე არიან გაზრდილი. არსებობს პოლიტიკური პოზიცია და აქედან გამომდინარე მიდის ეს კრიტიკაც – მე ამ ჭრილში განვიხილავ. მალე დამთავრდება ეს არჩევნები სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით და ყველაფერი დალაგდება,” – განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

რეზონანსი

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი