მადლობელი ვარ, რომ არაფერი არ გააფუჭეს — ვანო მერაბიშვილმა რაბათი მოინახულა

მერაბიშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რაბათის ციხე მოინახულა და თქვა, რომ რაც 8 წლის წინ იყო იმას არაფერი მიმატებია. თუმცა, როგორც მერაბიშვილი ამბობს, იმისთვისაც მადლობელია, რომ “არაფერი არ გაუფუჭებიათ”.

“მადლობა ღმერთს, ამ კომპლექს აქვს მუდმივი შემოსავალი და ამ სტაბილური შემოსავლით სარგებლობს არა მარტო თვითონ ეს შენობა, არამედ თვითონ ქალაქის მოსახლეობა. მე მითხრეს, უამრავი ბინებია კაფეებად, სასტუმროებად გადაკეთებული და ჩვენს მოქალაქეებს, ახალციხელებს აქვთ გარკვეული შემოსავალი. ერთ რამეს ვხედავ, რომ რაც იყო 8 წლის წინ, იმას არაფერი არ მიმატებია. ამაზეც ძალიან დიდი მადლობა, ბევრი ჩვენი გაკეთებული საქმე გააკეთეს და გააფუჭეს და აქ რომ არაფერი არ გააფუჭეს, ამის მადლობელი ვარ”, — განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და იბრძოლებს, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.

მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი