,,მადლობა საქართველოს, რომ ხელი ვერაფრით შემიწყო და “მენაგვეობა” მარგუნა”

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი – გიო ჩინჩალაძე სოციალუ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

cyc

 

,,მე 20 წლის ვარ და დასუფთავების სამსახურში ვმმუშაობ, როგორც თქვენ იტყოდით “მენაგვე” ვარ. ყოველ დილით 6 საათზე ვდგები რომ ჩემი პერიმეტრი სუფთა და იდეალურ მდგომარეობაში იყოს, ვიცი რომ ვერავინ ამჩნევს ამას მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ დაბედნიერი ვარ რაღაცით რომ ქალაქის იესსახის შენარჩუნებაში რაღაც წვრილი მიმიძღვის, თქვვენ კი 2 მეტრსაც არ გაივლით რომ ნაგავი სანაგვეში მოათავსოთ და ჯარიმებზე ხართ გადარეულნი, ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნიათ. უმეტესობა როცა მხედავს გაოგნებული და დამცინიავი სახით მიყურებს, თავიდან ვერ ვეჩვეოდი მაგრამ ახლა მივეჩვიე. საშინელებაა, უფრო დიდი საშინელებაა როცა ჩემმა კურსელებმა დამინახეს და სიცილი აუტყდათ. მადლობა საქართველოს რომ ხელი ვერაფრით შემიწყო და როგორც თქვენ იტყოდით “მენაგვეობა” მარგუნა.”

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი