
კამპანია “მადლობა მშვიდობისთვის” გრძელდება – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპა ჩვენი სახლია” ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს.
კასპში ღარიბაშვილს ტრადიციულად “მადლიერი მოქალაქეები” დაახვედრეს. მან ამჯერად მადლობა “მართლმადიდებლობისთვის” მიიღო.
“მოგესალმებით დიდი მადლობა მართლმადიდებლობისთვის და ამ ყველაფერი კარგისთვის, მადლობა სიმშვიდისთვის. უფალს მადლობა, რომ ახლა აღმოჩნდით იმ ადგილზე სადაც ხართ, რომ ჩვენც ომის ალში არ გაგვხვიეს”, – ამბობს კასპის მცხოვრები.