მადლობას ვეტყვი ორ ადამიანს, რომლებმაც 50 ლარი ჩარიცხეს ჩვენს ანგარიშზე და მომწერეს, მეტი არ შეგვიძლიაო, ხოდა, რად გვინდა ამ დროს პოლიტიკა – ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს მოსახლეობა ძალიან სოლიდარულია.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს ბევრი ადამიანი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრს.

„ბევრი ადამიანი მოდის და გვეხმარება, ზოგს საკვები მოაქვს, გვიანობამდე რომ არიან აქ ეპიდემიოლოგები მათთვის, ზოგმა მანქანები გვაჩუქა საველე სამუშაოებისთვის, ბევრმა კიდევ უკეთესად მოგვიწყო აქაურობა, კომპიუტერები გვაჩუქა. მადლობა ყველას. მე ამათ მერე ცალკე ვეტყვი მადლობას. მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს, რომლების არც გვარს ვიტყვი, არც სახელსაც, ადამიანი, რომელმაც 50 ლარი ჩარიცხა ჩვენს ანგარიშზე, მომწერა, რომ მეტი არ შემიძლიაო. ხოდა, რად გვინდა ახლა პოლიტიკა, გამაგებინეთ, არ გვინდა, არ გვინდა ის, რასაც გუშინ ტელევიზიებში ვუყურე. ყველას ჩვენ გვაქვს ზღვარი რაღაცის, გინახავთ თქვენ როდისმე პაატა იმნაძე გამოსული მდგომარეობიდან? გამოიყვანეს მდგომარეობიდან, რადგან უნდათ, რომ როგორმე პაატაც, მეც ჩაგვითრიონ ამ სიბინძურეში, პოლიტიკურ სიბინძურეში. არა ბატონებო, ვინც ამას დღეს საუბრობს, იმ ხალხზე იცით რამდენი რამე ვიცი მე? რამდენი ინფორმაცია მაქვს, რას როგორ ვერ აკეთებდნენ თავის დროზე, გამოვდივარ და ვსაუბრობ, არ არის მაგის დრო. ამ ჭირმა ჩვენ ყველა ერთად გაგვაერთიანა და უნდა გაგვაერთიანოს, არ არის ახლა დრო პოზიცია, ოპოზიცია და ასე შემდეგ. ყველამ ერთად დავიცვათ ის, რასაც გვეუბნება სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი