მაგ ლოგიკით, იქნებ გემრიელი სადილის დროს ყოველდღე „გჩიპავენ“ – დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იგი ამბობს, მოწოდება, რომ ხალხმა ვაქცინა არ გაიკეთოს არასწორია, რასაც აბსურდამდე მივყავართ.

„ჩიპები, ამპულები, შტრიხკოდები, ID ბარათები, ახლა უკვე 5G და საბოლოოდ მთლად დააგვირგვინეს, ვარაუდობენ, რომ ახლა გრიპის ვაქცინით შეიძლება შეგვაპარონ რაღაც ეშმაკური ჩიპები, დაგვიმონონ და სულ დავიღუპებითო, ქადაგებს ზოგიერთი.

ერთმა მღვდელმა ისიც თქვა, თუ სავალდებულო გახდება COVID 19-ის ვაქცინა, ჩემს მრევლს მოვუწოდებ, არავინ გაიკეთოსო. ხედავთ, სადამდე მიდის წმინდა წერილს დაშორებული თვითშემოქმედება და პანიკური ფანტაზიები?

მაგ ლოგიკით თუ მსჯელობ მამაო და ძმაო, იქნებ უკვე საკვებში ან სასმელშია ეგ მიკროჩიპები და ყოველდღე „გჩიპავენ“ გემრიელი სადილის დროს? ან იქნებ შამპუნშია ან საპონში და ყოველდღე რომ იბან, ხელებიც, შუბლიც და მთელი სხეულიც სულ „დაჩიპული“ გაქვს უკვე? ან იქნებ წამლებში ჩაამატეს ეგ ნანოჩიპები და სულ უბრალო, გაციების წამლის მიღების დროს „დაჩიპეს“ შენი მრევლი და ტყუილად აღელვებ ხალხს. ხომ აბსურდამდე მივდივართ ასეთი განსჯით?“,- წერს დეკანოზი.

loading...

პოპულარული

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ქვეყანაში პროცესები მართვადია, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება - ამირან გამყრელიძე
ინფიცირების შემთხვევების გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული - ამირან გამყრელიძე
ლატარიის თამაშით ვეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება! - საქართველოს ეროვნული ლატარია
ლატარიის მოთამაშეებმა კარანტინის დროს 1 040 468 ლარი მოიგეს!
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
დაწერე კომენტარი