მაგინებდნენ დედას, შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ ეხებითო – ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

დავით ბერძენიშვილი რუსთაველზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

cyc

„ჯერ დაიწყო საყვედური პარლამენტთან, შემდეგ ჩემთან, შემდეგ იყო შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთ?! ორივეს მხრიდან ისმოდა დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, შარზე იყვნენ – დაცვის გარეშე ვერ გაივლითო. ერთი ეცადა ფიზიკურად შემხებოდა, ხელი გამომიქნია. განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ”- ამბობს პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ: რამდენიმე წუთის წინ დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ქაშვეთთან თავს დაესხნენ.  „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ორივე თავდამსხმელი დაკავებულია. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი