“მაგიდაზე ასვენია სწორი აგებულების, მამრობითი სქესის გვამი – მოდი და დაივიწყე ეს წინადადება” – მიშა ფეიქრიშვილი

მიშა ფეიქრიშვილი

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი, მიშა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას ეხმიანება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ჩვენი სისასტიკე და დაუნდობლობა, ჩვენი დუმილი და კონფორმიზმი, ჩვენი შვილების აღზრდის მეთოდები და „ნაჭუჭში“ გამოკეტვა…

ვიღაცისთვის ეს საქმე გაკვეთილია, ვიღაცისთვის დიდი ტრაგედია, არავისთვის ჩვეულებრივი ამბავი.

ფიქრებით დავბორიალობთ იმ ღამეში, მშობლების სახლში, დაკავებულების საკნებში – თითქოს ყველასთან რაღაც გვაქვს სათქმელი.

მაგრამ ვისაც აქვს სათქმელი დუმს. (?!)

თითქოს ისე მივეჩვიეთ ტრაგედიებს, რომ იშვიათად ხდება ამბავი, რომელიც ასე ერთსულოვნად შეგვძრავს.

„მაგიდაზე ასვენია სწორი აგებულების, მამრობითი სქესის გვამი. სიგრძით 169 სმ; წონით 73 კგ“. – მოდი და დაივიწყე ეს წინადადება.

იქნებ მეტი სიკეთე ვაკეთოთ, იქნებ სხვანაირად აღვზარდოთ შვილები, იქნებ არასოდეს ვიყოთ აგრესიულები, იქნებ აღარასოდეს მივატოვოთ ერთმანეთი. სიბნელეში“- წერს მიშა ფეიქრიშვილი.

დაწერე კომენტარი