„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ – მარიამ კუბლაშვილი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლზე

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის თქმით, ძალადობის სავარაუდო მსვერპლს, თამთა თოდაძეს დაამთავრებს და დაასამარებს. აღნიშნული განცხადება მარიამ კუბლაშვილმა „პრაიმტაიმთან“ გააკეთა.

„რა სიბინძურეც წამოიწყო დაზარალებულმა მხარემ, რა მეთოდითაც დაიწყო ომი, საზოგადოებაში, რომ რეპუტაცია განზრახ გაუნადგურეს ჩემს კლიენტს, იმავე მეთოდით ვუპასუხე! არ ელოდნენ, რომ ამ სიბინძურეში შევყვებოდი, რომელი ეთერიდანაც ლანძღეს და ცილი დასწამეს ჩემს კლიენტს, ილია ჯიშკარიანს, ამავე ეთერში მოვიწვიე. რა გავაკეთე მითხარით ცუდი?! ეს ქალბატონი, თავის ადვოკატთან და სხვა უფლებადამცველებთან ერთად, წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს. ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს. ცრემლმორეული და ღრიალით კარდაკარ დადიოდნენ და ატრიალებდნენ გულის ამაჩუყებელ სცენებს. ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები. ამ ქალის მანიპულაციის გამო, ამ კაცის წარსული და ღირსება გაანადგურა. ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს.“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

დაწერე კომენტარი