ლუკაშენკო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების გადაწყვეტილებას სანქციების შიშით ხსნის

ბელარუსის ლიდერი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების გადაწყვეტილებას ხსნის.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ლუკაშენკომ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ჰავიერ სოლანას, გაფრთხილება გაიხსენა, რომ, თუ მინსკი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებადა, მას სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია დაემუქრებოდა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, მან ამ საკითხზე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან საუბარიც სცადა, თუმცა, დიმიტრი მედვედევმა განუცხადა, რომ ეკონომიკური საკითხები მისი კომპეტენცია არ იყო და ის პრემიერ პუტინთან უნდა გადაეწყვიტა.

ლუკაშენკოს თქმით, მედვედევის ამ პოზიციამ ის ძალიან გააბრაზა.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი