(ვიდეო) “თაკო ჩარკვიანი ირმა სოხაძეს რომ აკრიტიკებს “გიხაროდენ”-ს მღეროდიო, მამამისი სწორედ მაგ სიმღერთი გახდა დეპუტატი”

ლორთქიფანიძე-ჩარკვიანი

“თაკო ჩარკვიანი ირმა სოხაძეს რომ აკრიტიკებს “გიხაროდენ”-ს მღეროდიო, მამამისი სწორედ მაგ სიმღერთი გახდა დეპუტატი” – ამის შესახებ “აუდიტორია 115”-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

“არ მინდა საქართველოში მილიონი ადამიანის სახელით ისაუბროს ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, თაკო ჩარკვიანმა, რომელსაც პრეტენზია აქვს პუბლიცისტობაზე. არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ პუბლიცისტი იცით ვინ არის? ადამიანი, რომელიც რამდენიმე გამოცემაში აქვეყნებს თავის ტექსტებს, აქვს რამდენიმე რეზონანსული წიგნი გამოცემული, რომელზეც მსჯელობს საზოგადოება. პუბლიცისტი არის ის ადამიანი, რომლის ნაშრომმაც კვალი დაამჩნია საზოგადოების განვითარებას… პუბლიცისტი არ არის ქმრის ფულით, მამის ფულით დაფუძნებულ ჟურნალში სამი სტატიის გამოქვეყნება, რომელსაც არავინ არ კითხულობს. პუბლიცისტი არ არის ადამიანი, რომელიც მამის და ქმრის ავტორიტეტით საუბარი და დამოძღვრა და ყველა პრინციპებზე უარის თქმა. პუბლიცისტი არ არის, ირმას სოხაძეს რომ ადანაშაულებს “გიხაროდენ, გიხაროდენ”-ს მღეროდითო  და იმავე ტექსტით მამამისი დეპუტატი, რომ გახდა”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი