ნანა ლორთქიფანიძე: ,,ოცნებაზე მეც ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ”

ნანა ლორთქიფანიძე

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია, ჟურნალ ,,სარკესთან” მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს:

-მე მაქვს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა ამ მთავრობის მიმართ. ველოდები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პასუხს და ის უნდა მივიღო, თორემ როგორც მაშინ ვიდექით 9 წელი ქუჩაში, ახლაც ისე დავდგებით…

როცა დავინახე, ზაზა სარალიძე პროკურატურაში გისოსებს აჯანჯღარებდა, ჩემს შვილს ვუთხარი, რომ წავსულიყავით მის აქციაზე, გული კინაღამ გამისკდა, მას რომ ვუყურებდი… თუ ვინმე მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებდა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. არ იძლევიან მოზარდები ჩვენებას ნორმალურად და მიშას სასამართლო გვინდა ისევ?! 11 საათზე იჭერდნენ და 12 საათზე უკვე გლდანის ციხეში იჯდა გაუპატიურებული – ასეთი სამართალი გვინდა ისევ თუ ევროპული?! მოწმეების გარეშე სასჯელის მისჯა გვინდა?!..

,,ოცნებაზე” მეც ვარ ნაწყენი და იმედგაცრუებული, ყველაზე მეტად ამ ქვეყნის მტრებთან კოაბიტაციაზე ვარ გაბრაზებული…

 

წყარო: ჟურნალი ”სარკე”

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი