
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლია ჯახველაძემ სამგორის რაიონში მისი შუამდგომლობით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ლია ჯახველაძემ მის სამაჟორიტარო ბიუროს თანამშრომლებთან ერთად მოინახულა მოსკოვის გამზირზე N 33 – 35 კორპუსების მიმდებარედ სკვერის აღდგენითი სამუშაოები, ბაბუციძის ქუჩა N4 კორპუსის მიმდებარედ საბავშვო სკვერის რეაბილიტაცია, ასევე 83-ე საჯარო სკოლასთან საყრდენი კედლის მშენებლობა. მაჟორიტარმა გზების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში ბერი გაბრიელ სალოსის V ჩიხში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებიც დაათვალიერა.