თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლია ჯახველაძემ 142-ე საჯარო სკოლაში გამართული გაეროს ახალგაზრდული კლუბის გახსნაში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე.