ლევან ძაძუა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს – “სხვა ძაძუაში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს”

აფხაზეთის საზღვარი

გუშინ გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიადან გატაცებული ლევან ძაძუა თავისუფალია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს” ინფორმირებული წყარო ატყობინებს. მისივე ცნობით, ძაძუა ოკუპანტებს სხვა ადამიანში შეეშალათ.

„წუხელ გვიან ღამით მოიყვანეს სახლში. დაუკითხავთ. ასე უთქვამთ, რომ სხვა ძაძუაში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს. როგორც ვიცი, სახლში ცემის მერე, იქ, სოხუმის განყოფილებაში აღარ უცემიათ”,- აცხადებს წყარო.

სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა 13 მარტს, გვიან ღამით დააკავეს. აყვანის დროს იგი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა სასტიკად ცსემეს. ნაცემი იყო ლევან ძაძუას მამა იური ძაძუაც.

პოპულარული

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას"- ნინი ქარსელაძე
„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ - რატომ დასცინიან პრემიერს
"ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს... სიკვდილით სავსე ქალაქი!" - მამა პეტრე
დაწერე კომენტარი