ლეგენდარული ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის

სოკოლოვი

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ლეგენდარული ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მძიმე სენის მქონე პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა სოკოლოვი კოვიდკლინიკაში მაინც გადაიყვანეს.

რა თქმა უნდა, კიო, ყველა იტყვით და მართალიც იქნებით! სამწუხაროდ ეს ერთადერთი დაფასებაა ჩვენს ქვეყანაში ღვაწლმოსილი ადამიანების. კი, ეკუთვნის, იმსახურებს,მით უმეტეს, რომ მის გარდა მისი თაობის ყველა კოლეგას უკვე აქვს ასეთი ვარსკვლავი ანძის ქვეშ. მაგრამ მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რაც სინამდვილეში ახლა ამ წუთას ხდება.

 ჩვენი დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის. ეს ბევრმა იცის, დიდი ხანია ამ დაავადებით ცხოვრობს ეს ადამიანი და სტაბილურადაა. ბოლო დღეებში ტკივილებმა შეაწუხა. ოჯახმა მორიგჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა და რადგან ყველას უკეთებენ ტესტს კოვიდზე, გაუკეთეს მასაც. სმსით მოვიდა პასუხი, რომ კოვიდი მას არ აქვს. ცოტა ხანში კი ოჯახის უკითხავად და მათ გაუფრთხილებლად დავით სოკოლოვი კოვიდის ცენტრში გადაიყვანეს.ლეგენდარული ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის

დაწერე კომენტარი