კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს და 30 ქართველ კრიმინალს მრავალი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ლაშა შუშაძე

“კანონიერ ქურდს”, ლაშა რუსთავსკის და მის ჯგუფში გაერთიანელ 30-მდე კრიმინალს, სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოპერაციაში, სახელწოდებით – “კავკასიური ნორმანდია”, მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთისა და საბერძნეთის ძალოვანები.  დაკავების ღონისძიება საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა და  300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. ლაშა შუშანაშვილს, იგივე ლაშა რუსთავსკის, “ევროპელ ესკობარს” უწოდებენ, აშშ-ში კი – “მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავეს”.

შუშანაშვილის ჯგუფი 2013-15 წლებში სტრასბურგში, ლა-როშელში და სხვაგან მოქმედებდა. ამასთანავე, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ისინი გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაშიც სხვადასხვა დანაშაულებებში იყვნენ ჩართული.

როგორც საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, დაკავებული კრიმინალებიდან ზაზა ალიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვადის ამოწურვის შემდეგ მათ ქვეყნიდან გააძევებენ. ზაზა შუშანაშვილს, რომელიც სალონიკში დააკავეს, საფრანგეთის სასამართლომ დაუსწრებლად  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

loading…

პოპულარული

„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„მსურს დავრჩე პატიმრობაში... ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს“ - მირზა სუბელიანი მოსამართლეს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
რუსეთში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს - ვიდეოკადრები
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
დაწერე კომენტარი