ლარს სჭირდება თანადგომა და შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ეკონომიკას – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

“ოცნების”  ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი კობახიძის აზრით, ლარს სჭირდება “თანადგომა” და შემდეგ ის “იქეთ დაეხმარება ეკონომიკას”. ასე პასუხობს ის კითხვებს ლარის კურსის გაუფასურების შესახებ და ეთანხმება ეკონომიკის მინისტრს, რომელიც აცხადებს, რომ ლარს “სარეანიმაციო არაფერი სჭირს”.

“რეცესია, რა თქმა უნდა, იწვევს ზეწოლას ვალუტის კურსზე. თქვენ იცით, რომ გვექნება კიდევ რამდენიმე თვე, რომელიც უნდა გადააგოროს ქვეყანამ და გვაქვს, მათ შორის, უამრავი პროგრამა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ზეწოლა იყოს მინიმალური ეკონომიკაზე. მომავალი წლისთვის უკვე პროგნოზი არის + 5%.

ახლა, როდესაც არის გადასაგორებელი ეს რეცესიის პერიოდი, რაც პანდემიით არის გამოწვეული, სჭირდება, რა თქმა უნდა, ლარს მხარდაჭერა, თანადგომა, შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ეკონომიკას”, – აღნიშნა მან.

დაწერე კომენტარი