ლარი გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ფული

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 11 იანვარისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.8986 ლარია, ევროს – 3.2154 ლარი. ამასთან, თურქული ლირის კურსი 0.4932 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.7856 ლარია.

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.16 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2154 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2077 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.77 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.

დაწერე კომენტარი