“ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა…” – ლაშა ბუღაძე

ბუღაძე-დედა-ლევანი

მწერალი, ლაშა ბუღაძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში  ბრალდებულის, ლევან ზურაბიშვილის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ზუგდიდელი დამნაშავის, ბადრი ესებუას, „ვეგეტარიანული ფორმაა“.

მისი თქმით, ე.წ. „კაკო ყაჩაღი“ დამნაშავეა და საზოგადოება სააზროვნო ქაოსში იმყოფება, რადგან მისი ერთი ნაწილი დამნაშავეს ხოტბას ასხმას.

„მიკროსაფინანსოს „კაკო ყაჩაღმა“ ის მძევლები გამოუშვა, ვინც წასვლა ითხოვაო და სხვები ნებაყოფლობით დარჩნენ მძევლებად?

ანუ თანაუგრძნეს თუ გათავისუფლების თხოვნა ვერ შებედეს „ჰუმანისტს“?

როგორ ხსნიან ამ უაღრესად დამაბნეველ ასპექტს „სოც-აქტივისტის“ გულაჩუყებული მეხოტბეები – მძევლების მიმართ რომ არ იჩენენ დიდ მგრძნობელობას და პირიქით, ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?!

მგონი, დიდ სააზროვნო და მორალურ ქაოსში ვართ… ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ქმედება უკვე პრეცედენტულია (ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ), ფაქტია, ამ კაცმა ზუგდიდელ დამყაჩაღებელ ესებუას მიბაძა – მართალია, უფრო „ვეგეტარიანული“ ფორმით (კიდევ კარგი), მაგრამ ეს არანაირი შეღავათი არ არის ისედაც დაუცველი საზოგადოებისა და მით უმეტეს მძევლებისათვის, რომლებიც თურმე გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ამგვარ სოციალურ „პერფორმანსს“ და მაშინვე მიმხვდარიყვნენ, რომ ყუმბარა უბრალო სანთებელა ყოფილა!

აწი გვეცოდინება, ეს მხოლოდ პროტესტი ყოფილა“,- წერს ბუღაძე.

დაწერე კომენტარი