ლამარა ტერელაძეს “გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება: “ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო”

კეკელიძე

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისა და მძევლების აყვანის საქმეზე დაკავებული ლევან ზურაბაშვილის დედის ინტერვიუს, სადაც ლამარა ტერელაძე მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დედები შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო არ უნდა იტანჯებოდნენ.

ამასთან, გიორგი კეკელიძე წერს, რომ ყოფილ პედაგოგს “გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება.

“ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით – ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონო ლამარა.”- წერს გიორგი კეკელიძე.

დაწერე კომენტარი