ლავროვი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ე.წ. საზღვრების საკითხს განიხილავს (ვიდეო)

lavrovi
lavrovi

ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს დე- ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. მათ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პრეზიდენტების დონეზე მიღწეული შეთანხმებები განიხილეს, ძირითადად ეს  ეკონომიკას ეხება. ლავროვმა ხაჯიმბას საერთაშორისო ასპარეზზე დახმარება აღუთქვა.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს კურსს, რომელიც აფხაზეთის თითოეული მცხოვრების თანაბარი უფლებების უზრუნველყოფაზეა მიმართული,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დაწერე კომენტარი