“ლა­გო­დეხ­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლებ­ში ძირს დაგ­დე­ბულ გამ­წა­რე­ბულ დე­დას, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნელ იმედს ებღა­უ­ჭე­ბო­და, მეს­მო­და დირექტორი როგორ ეუბნებოდა …” – 16 წლის გოგონას დედის ემოციური წერილი

ლა­გო­დეხ­ში ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის გო­გო­ნას დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რის ნანა კოს­ტა­ვას პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, ასე­ვე მისი შვი­ლის სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თავს:

“ვფიქ­რობ… ფიქ­რის მეტი არა­ფე­რი დამ­რჩა ქვე­ყა­ნა­ზე. ვფიქ­რობ, დავ­წე­რო თუ არა რამე. ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, არა­სო­დეს შე­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი აქ. მერე ვი­ფიქ­რე, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის ვა­კუ­უმს ვერ გა­ვუძ­ლებ­დი და იმის გამო, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერს და პი­რა­დად პა­სუხს ვერ ვუბ­რუ­ნებ, მი­ჯობს აქ დავ­წე­რო რას გან­ვიც­დი ერთი დღის შემ­დეგ, რაც ჩემი პა­ტა­რა მი­წას მი­ვა­ბა­რე… არ გან­მი­კი­თხოთ, რა ეწე­რე­ბაო… არ იცით ეს რა გან­ცდაა და არც იფიქ­როთ, გა­მოს­ცა­დოთ… და­გი­ფა­როთ ყვე­ლამ და ყვე­ლა­ფერ­მა… ტკი­ვილ­ზე წე­რას არ ვა­პი­რებ. ეს ჩემ­შია და ჩე­მია. პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლას, ვი­ნაც ჩემი ტრა­გე­დია გულ­თან მი­ი­ტა­ნა,მო­ვი­და თუ ვერ მო­ვი­და, ვი­ნაც ოდ­ნა­ვი სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა,უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა მათ..

ვინც გვერ­დით მედ­გა ტრა­გე­დი­ის გა­გე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან და არ მომ­შო­რე­ბია გვერ­დი­დან, მად­ლო­ბა ავ­თან­დილ ჯღარ­კა­ვას, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა. ვი­ნაც ჩემი სახ­ლის კარი შე­მო­ა­ღო და არა ერთხელ ამ დღე­ებ­ში. მად­ლო­ბა მათ ეკუთ­ვნო­დათ თუ არ ეკუთ­ვნო­დათ მოს­ვლა. მად­ლო­ბა ჩემი სო­ფის სა­ნაც­ნო­ბოს თუ სა­მე­გობ­როს, რო­მელ­თაც და­მა­ნახ­ვეს,თუ რა­ო­დენ დიდი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გული ჰქო­ნია ჩემს შვილს.. მად­ლო­ბა ყვე­ლას და ყვე­ლას,მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ადა­მი­ა­ნებს,ვი­ნაც წა­მი­ე­რად მა­ინც ამოთ­ქვა “ვაი შვი­ლო”, ახლა კი დავ­წერ იმას, რა­საც გან­ვიც­დი, რო­გორც გამ­წა­რე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი დედა, რო­მელ­საც შვი­ლი მი­წა­საც კი არ მქონ­და მი­ბა­რე­ბუ­ლი, როცა ვინ­მე ნანა კოს­ტა­ვას და­წე­რი­ლი პოს­ტის შე­სა­ხებ გა­ვი­გე: ნანა კოს­ტა­ვა! უფალ­მა ისე გა­გამ­წა­როს შენს საყ­ვა­რელ შვილ­ზე, რომ მისი ცხე­და­რიც სა­ნატ­რე­ლი გქონ­დეს და­სა­ტი­რებ­ლად!”

ყო­ვე­ლი ლოც­ვის შემ­დეგს, ჩემს შვილს რომ წა­ვუ­კი­თხავ, ამ წყევ­ლას გა­მო­გიგ­ზავ­ნი შენ, არა­ქა­ლო! მა­ნამ­დე კი, ლა­გო­დეხ­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლებ­ში ძირს დაგ­დე­ბულ გამ­წა­რე­ბულ დე­დას, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნელ იმედს ებღა­უ­ჭე­ბო­და, იქ­ნებ შვი­ლი ცო­ცხა­ლი ეპო­ვათ სად­მე, რო­გორ მეს­მო­და სკო­ლა ალ­ბი­ო­ნის

განაგრძეთ კითხვა

დაწერე კომენტარი