ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ფული

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6972 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7026 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0054-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0921 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1134 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0213-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5155 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5485 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0330-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4796 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4883 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0087-ით გამყარდა.

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი