“კუბლაშვილს გადაეცით, რომ რეპუტაციულ ომს და თამთას მიმართ შეურაცხმყოფელ მუქარებს არ გავუტარებ…” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

კუბლაშვილს გადაეცით, რომ რეპუტაციულ ომს და თამთას მიმართ შეურაცხმყოფელ მუქარებს არ გავუტარებ და ადვოკატთა ეთიკის კომისიაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ისედაც უჭირთ ხმის ამოღება და სამართლებრივი ბრძოლის წამოწყება და ადვოკატი, რომელიც მსხერპლს განადგურებით ემუქრება და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს – არის ნაგავი!

ყველა მოძალადეს ჰყავს ადვოკატი, მაგრამ ყველა ადვოკატი არ ცდილობს მსხვრპლებსა და მოწმეებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, ბევრი ახერხებს ღირსების შენარჩუნებას პროფესიულ საქმიანობაში – თუმცა ამათ რიცხვში მარიამ კუბლაშვილი არ წერია.

დაწერე კომენტარი