ჯონ ბოლტონი: ტრამპმა რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადება არ გამაკეთებინა

ჯონი

ეროვნული უსაფრთხოების  საკითხებში  დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თავის გამოუქვეყნებელ წიგნში („ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“) წერს, რომ ტრამპმა მას რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბოლტონი ასევე წერს, რომ დონალდ ტრამპი პირად საუბრებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ჩიოდა, თუმცა საჯაროდ მათ მხარს უჭერდა.

წიგნში ნათქვამია, რომ როდესაც აშშ-მა სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ტრამპს ამ შეზღუდვების გაუქმება სურდა, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი მოპყრობა ვლადიმირ პუტინის მიმართა ზედმეტად ხისტია.

„ტრამპმა დაავალა პომპეოს, დაერეკა ლავროვისთვის და ეთქვა, რომ რომელიღაც ბიუროკრატმა გამოაქვეყნა სანქციები – ზარი ან განხორციელდა ან არა“,- წერს ჯონ ბოლტონი.

დაწერე კომენტარი