კრიტიკის შემდეგ ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან დონბასში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

დავით ზალკალიანი

  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  წერს, რომ დონბასში არსებული მწვავე ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებს ესაუბრა.

დავით ზალკალიანის განცხადებას წინ უსწრებდა ესტონეთის ექსპრეზიდენტის და პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკა ქართული მხარის დუმილთან დაკავშირებით. 

“”მქონდა სატელეფონო საუბარში ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე. გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებებთან რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პირობებში და შევთანხმდით, რომ დაძაბულობის დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა”. – დაწერა დავით ზალკალიანმა – წერს მინისტრი.

დაწერე კომენტარი