კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით – ვოლსკი სანაიაზე თავდასხმის შემდეგ ჟურნალისტებს

გიორგი ვოლსკი

ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე მომდარ თავდასხმას უკვე მოჰყვა შეფასებების პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აგრესიას მმართველი გუნდი საკუთარი განცხადებებით თავად აღვივებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს საშიში ტენდენციაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო სახიფათო შეიძლება გახდეს. 

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, დეპუტატმა გია ვოლკსიმ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას 

“ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ სრულუფლებიანი ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ. […] თავდამსხმელები, აგრესორები, დღესდღეობით ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო. ვისაც ჩვენს მიმართ აქვს გარკვეული მხარდაჭერა, იმან არათუ არ უნდა გააკეთოს არანაირი თავდასხმა,ან რამიე აგრესიული მოქმედებებით შეურაცხყოს ჩვენი პოლიტიკური პრინციპები და პოზიცია, საუბარშიც კი უნდა იყოს გაცილებით თავშეკავებული”, – თქვა გია ვოლსკიმ. 

დაწერე კომენტარი