“5 წელი მექნება კრიზისული პერიოდი, რადგან შეიძლება ისევ თავი იჩინოს”-გიორგი მახარაძე

მსახიობ გიორგი მახარაძის მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ის თავს კარგად გრძნობს და როგორც “სარკესთან” საუბრობს, მკურნალობას განაგრძობს.„ღვთის წყალობით დღეს კარგად ვარ. ჩემმა ექიმმა თურქეთში ხუთიანი პლუსით დამიწერა. რაც შეეხება თვითონ ამ ამბავს, როდესაც სიმსივნე დასახელდა, პირველი ორი დღე ცოტა შეშინებული ვიყავი. მერე უკვე საკუთარ თავს ვეუბნებოდი, მაგრად უნდა დადგე და კარგად უნდა იყო-მეთქი. ზუსტად ვიცოდი, რომ სიმსივნე იყო და ვთქვი, რომ მალე უნდა გამეკეთებინა ოპერაცია.

ოპერაცია რომ გავიკეთე, მაშინაც ვთქვი, ყველაფერი მალე დამთავრდება-მეთქი. მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამ მხეივ კარგად გადავაგორეთ ეს პერიოდი.

მესამედ ვიყავი ჩასული თურქეთში და კარგი ანალიზები მქონდა. სექტემბერში ისევ მიწევს ჩასვლა. 5 წელი მექნება კრიზისული პერიოდი, რადგან შეიძლება თავი იჩინოს და სულ კონტროლის ქვეშ უნდა ვიყო. მამაკაცებში 27-იდან 35 წლამდე ყოფილა ეს პრობლემა. ეს არის სათესლე ჯირკვლის ემბრიონალური სიმსივნე, რომლის რამდენიმე სახეობა არსებობს“ – ამბობს გიორგი.

იხილეთ სრულად:სარკე

loading…

პოპულარული

აუქციონი დასრულებულია - აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა 2 400 000 ევროდ გაყიდა (ფოტოები)
პატრიარქი თავის მთავარი სტიქაროსანს დაემშვიდობა - ილია II- მ 23 წლის ლევან ბორტიშვილს სიონში პანაშვიდი გადაუხადა
10 000 ლარის მოპარული სამკაული - ირინა ონაშვილი ოჯახის დამხმარე ქალმა გაქურდა
"ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ... ბავშვს შიმშილისგან გონება დაუკარგავს... მართლა სიკვდილის პირას არიან"
დაწერე კომენტარი