კოსმოსური სადგური Cassini განადგურდა (ვიდეო)

კოსმოსური სადგური Cassini პლანეტა სატურნს 13 წელი სწავლობდა, დღეს  მან უკანასკნელი სიგნალი გამოსცა და გაზის გიგანტის ატმოსფეროში ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას  NASA ადასტურებს.

სატურნის ატმოსფეროში ჩაძირვით, მეცნიერებმა თავიდან აიცილეს პლანეტა ენცელადისა და ტიტანის თანამგზავრების დაბინძურება, რომლებზეც სიცოცხლის არსებობის ნიშნებს არ გამორიცხავენ.

13 წლის განმავლობაში, Cassini-მ მრავალი პლანეტარული აღმოჩენა გააკეთა. კერძოდ, სადგურმა ოპოვა მოლეკულური წყალბადი და ნახირბადის დიოქსიდი, რომელსაც ენცელადი გამოყოფს, რაც ნიშნავს იმას, რომ სატურნის თანამგზავრზე პოტენციურად სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არსებობს. გაირკვა ისიც, რომ გაზის გიგანტის რგოლები, თავად პლანეტაზე ახალგაზრდაა.

27 აპრილს, Cassini-მ  კაცობრიობის ისტორიაში პირველად, სატურნსა და მის რგოლებს შორის ჩაიფრინა და ბეჭდიანი პლანეტიდან, ციური სხეულის ყველაზე ახლო ხედიდან გადაღებული სურათი გამოაგზავნა.

პლანეტათაშორისი  სადგური Cassini 1997 წელს გაეშვა და სატურნის სისტემას 2004 წელს მიაღწია. NASA-ს Cassini-ს მისია 3,3 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

 

პოპულარული

თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი