“კორუმპირებულო”, “ფარჩაკო”- დაპირისპირება კალაძესა და ხაბეიშვილს შორის

კალაძე-ხაბეიშვილი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დედაქალაქის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაუპირისპირდნენ.

ხაბეიშვილს მერისთვის კითხვის დასმა უნდოდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. ენმ-ს დეპუტატმა კალაძეს “კორუმპირებული” უწოდა.

“სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები”- უპასუხა თბილისის მერმა.

“153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?”- მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.

თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული”,- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი