14 დღის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ჩვილი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, 14 დღის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისივე თქმით, როდესაც ბავშვი კლინიკაში შეიყვანეს მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ახლა კი საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, როდესაც შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. გარდა ამისა, ბავშვს გუშინ აღებული ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ტესტი უარყოფითი იყო. მინდა აქვე ვთქვა, რომ ბავშვის დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს“, – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, WHO-მ (ჰანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია ინფექციის აქამდე უცნობი შტამით. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით სულ 77 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
ამცირებს თუ არა BCG ვაქცინა კორონავირუსის რისკს – რას აცხადებს პაატა იმნაძე
COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს ?!- ახალგაზრდა სკანდალურ დეტალებს ყვება
"კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა და მეზობლების დაავადების მაღალი რისკი" - თერჯოლა სავარაუდოდ, საკარანტინე ზონად გამოცხადდება
დაწერე კომენტარი