“კორონამ სიურპრიზი მოგვიწყო, ღამე ლევანს სიცხე 39 ჰქონდა,ვეცი პულტს და…არასდროს დავწერ, რომ მორჩა უკეთესად ვართ…” – ვიკა ბუკია

ვიკა ბუკია

კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მეუღლეს სიცხე ჰქონდა.

„ჯერ გადახტი და „ჰოპლა“ მერე დაიძახეო. კორონამ სიურპრიზი მოგვიწყო: გუშინ ღამე ლევანს შეამცივნა და 39 სიცხე მისცა. ეძინა, მაგრამ რაღაცნაირად მივხდი, რომ წრიალებდა.

ვეცი პულტს და ოთახში გაჩდნენ. გაუკეთეს სიცხის დამწევები, დექსა, წნევის წამლები (160 ქონდა წნევა). 15 წუთში კარგად გახდა, ფერიც მოუვიდა და დაიძინა.

მე დაახლოებით ღამის 3 საათზე ვიგრძენი შემცივნება. 37.5-მდე ამიწია და 2 საათში თავისით დამიწია. ხველა მაქვს სპაზმური, არახშირი. მაგრამ თუ დავახველებ დიდხანს ვახველებ.

დილით ორივე კარგად ვგრძნობთ თავს, მაგრამ არასდროს აღარ დავწერ, რომ მორჩა უკეთესად ვართ და ყველაფერი მოვიტოვეთ.

ამიერიდან სულ ასე ჩავთვლი: კარგად კი ვართ ახლა, მაგრამ ხვალ როგორ ვიქნებით შეუძლებელია პროგნოზირება.

6-7-8 დღე არის (ხშირად) კოვიდის კრიზი. და სწორედ ამ დღეებს გავდივართ ჩვენ. ასე რომ, ჩვენს ექიმებს ლევანის 39 დიდად არ გაჰკვირვებიათ. მთავარია ანალიზები ვაკონტროლოთო, სიმპტომების მომატება კი სცოდნია ზუსტად ამ პერიოდში.

როცა მეკითებიან გრძნობ რაიმე განსხვავებულს ამ ვირუსის დროს? ჰოდა ამას: ბევრი ვირუსი იცით, თითქოსდა გამოჯანმრთელების შემდეგ მე-7 დღეს 39 სიცხით, რომ შეგახსენებთ თავს?

აი, ესაა განსხვავებული კიდევ:

ყველა ვირუსთან ბრძოლა აქამდე ჩემთვის იყო სიცხესთან და სიმპტომებთან ბრძოლა. მაგალითად, ჩემი კოვიდი ძალიან არააგრესიულია. უსიმპტომო, მაგრამ ასე გაყურსული რომ არის ცოტა უფრო მაფიქრიანებს…

მაგალითად, კალიუმის ნაკლებობა მაქვს. ანუ ჰიპოკალემია. სხვა ვირუსების დროს მსგავსი არაფერი მქონია. სიმპტომებია სისუსტე, დაღლილობა, კუნთების კრუნჩხვა, არითმიები. ნორმალურ პირობებში კალციუმის კონცენტრაცია სისხლში არის 3.6-5.2 . სისხლში კალიუმის ძალიან დაბალი კონცენტრაცია (2.5 მმოლ/ლ-ზე ნაკლები) უკვე საშიში. მე 2.8 მქონდა და ამიტომაც გუშინ მთელი დღე (!) მისხამდნენ კალიუმს. მთელი დღე მიჯაჭვული ვიყავი გადასხმის აპარატს. ამიტომაც ვიყავი ასეთი “დაშლილი”. გადასხმის შემდეგ ენერგია მომემატა.

აქ მუდმივად გვიღებენ სისხლს, რომ შეამოწმონ ღვილის და თირკმლის ფუნქციები. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გვაქვს. მერე რა იქნება არ ვიცი. ეს ყველაფერი გაიდლაინებითაა გაწერილი. ისევ იმ პრეპარატებს ვსვამთ, რაც წინა პოსტებში მიწერია. მე დამიმატეს კუჭის. დექსას კურსის გამო.

ასე რომ, არაა ეს „ერთი ჩვეულებრივი ვირუსი“, თუმცა არც პანიკაა საჭირო. მივყვები მკურნალობის კურსს მშვიდად და ზედმეტი ნერვიულობით (რაც ძალიან ვნებს იმუნურ სისტემას) არ ვაზიანებ ორგანიზმს.

ნამცხვრებს რომ მიგზავნიან ვცდილობს სხვა კოვიდ-ინფიცირებულებსაც გავუგზავნო. მაგრამ იქნებ ამ დონას კლასტერის ხალხს დანახვა არ უნდათ ამ ნამცხვრების?! უნდა ვიფიქრო ამაზე.

დღეს შევედი პირველად დონას ფეიჯზე. ძაან სვეტი საკონდიტრო კი ყოფილა…

მაშო გიჟდება ასეთ გაპრანჭულ ტორტებზე და რომ გამოვა მინდა ვკითხო: ასეთ ფუმფულა, ლამაზ, ვარდისფერ, მარწყვებით და ბეზეებით მორთულ კოვიდიან ტორტს შეჭამდა?

მოკლედ, მაშოს დიდ გამოცდას ვუწყობ და პასუხს მოგახსენებთ.“- წერს ბუკია.

დაწერე კომენტარი