კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შეიძლება, უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ჩინეთიდან წამოსული – იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილისა და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, რაც მას უფრო გადამდებს ხდის. მისი თქმით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ვინც კორონავირუსი გადაიტანა მუტაციის გარეშე, შესაძლოა მუტაციაგანცდილი ვირუსის მიმართ იმუნიტეტი არ ჰქონდეთ.

“არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. მარტივად, რომ აგიხსნათ, სპაიკ ცილამ მუტაცია განიცადა (ანუ კორონას, რომ გამოშვერილი აქვს, რითიც უჯრედს უმაგრდება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა), რომელმაც გაუადვილა ვირუსს უჯრედში შეღწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა”, — განაცახდა მან.

დაწერე კომენტარი