კორონავირუსის პანდემიის საფრთხე საქართველოს საზღვრებთან ახლოს- ირანში ვირუსის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებაზე შიშობენ

ირანი

ირანის მთავრობამ კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაადასტურა, რომლის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა უკვე ოთხია.

„საერთო რაოდენობამ გარდაცვლილებისა ირანში ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე ოთხს მიაღჭია“- ამის შესახებAL JAZEERA-ს განუცხადა ირანის ჯანმრთელობის მინისტრის მრჩეველმა, ალირეზა ვაჰაბზადემ.

ვაჰაბზადეს თქმით, ირანში მკვლელი ვირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა: ოთხი თეირანში, 7 ქომში, ორი კი რაშტში.

ირანის ჯანდაცვის უწყების თქმით, მოკვლევა მიმდინაროებს სხვა ლოკაციებზე ვირუსის არსებობის დამატებით შემთხვევებზე. ჯანმრთელობის ბიუროს ხელმძღვანელთა თქმით, კორონავირუსი შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს გავრცელებული, რაზეც მათ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის ჯერ არ გააჩნიათ.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნებისმიერი პირი, ვინც ირანიდან თურქეთში შესვლას შეეცდება სპეციალურ შემოწმებას გაივლის. ირანთან საჰაერო ფრენებს დროებით აჩერებს ერაყიც, სადაც კორონავირუსი ოფიციალურად არ დადასტურებულა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერება თითქმის შეუძლებელი ხდება.

ჩინეთის მთავრობის თქმით, შეინიშნება გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების კლება, თუმცა იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა სამხრეთი კორეაში, იტალიასა და სხვა სახელმწიფოებში.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადების 1200 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 26 ფატალურად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ჩინეთში 76 288-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 2345-ს აჭარბებს.

წყარო: ნიუპოსტი

loading...

პოპულარული

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
"უაზროდ ვტიროდი და ვიმეორებდი – ნია, დე..." - წყვილი, რომელმაც 6 წლის ნიაკო დაკარგა, ტყუპს ელოდება
ხანძარი ჩერნობილის ტყეში - მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე 16-ჯერ გაიზარდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი