კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 90 აჭარაში დაფიქსირდა

მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 90 აჭარაში დაფიქსირდა, 15 – ქუთაისში, 15 – ეგურჰესის შემთხვევაა, 17 – დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი. 4 არის შემოტანილი, 11-ზე ეპიდკვლევა გრძელდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 65 %-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერე კომენტარი