კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის არის ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში დაკრძალვაზე იმყოფებოდა

პაციენტებს შორის, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ახალგაზრდა მამაკაციც არის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა და ეპიდემიოლოგმა, მარინა კაპანაძემ განუცხადა, უკვე მოკვლეულია ყველა, რომელთანაც აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა კონტაქტი.

„მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა არ ცხოვრობს გურჯაანში, ის სოფელში გასვენებაში იყო ჩამოსული და შეხება ჰქონდა ადგილობრივებთან. ჩვენს მიერ გამოკვლეულია ყველა ის პირი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა“, – განაცხადა მარინა კაპანაძემ.

მისი თქმით, ახალგაზრდა სოფელში 12 დღის წინ იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი 12 დღის წინ იმყოფებოდა გასვენებაში, სადაც 20, მაქსიმუმ 25 ადამიანი იყო. ყველა მათგანი მოკვლეულია და სათანადო გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, არც ერთს არ აღენიშნება საეჭვო სიმპტომები“, – აცხადებს კაპანაძე.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, ინფიცირებულთან უფრო ახლო კონტაქტში მყოფებს, პრევენციის მიზნით 20 დღის ვადით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 110 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

loading...

პოპულარული

ხელისუფლების მიერ "ხელოვნურად შექმნილი ბარიერი"- ქუთაისელები ხელისუფლებას დახმარების შერჩევით გაცემაში ადანაშაულებენ
რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ლაბორატორიაზე და უკანონო ბორდერიზაცია - აშშ-ის სალეჩოს სპეციალური განცხადება
საქართველოში უკვე ინფიცირებულთა 78% გამოჯანმრთელდა
ხელისუფლება კომუნალური გადასახადების დაფარვახზე უარს ამბობს, ბუნდოვანია სესხების გადავადების საკითხიც - ექსპერტები გახარიას კრიზისული გეგმის შემუშავებას ურჩევენ
ამომრჩევლის მოსყიდვის მეორე სერია? - "ივანიშვილის გუნდი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ ჯარიმებს წინასაარჩევნოდ გააუქმებს"
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი