კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია. 

“დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ მივიღეთ საგანგებო ღონისძიებები და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს ჩვენ გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა და სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთვხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელი არის ინფიცირებული. ეს გვაძლევს, ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად, შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას”, — განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის გამო, საქართველოში “ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი” ცხადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა. მისი თქმით, იკრძალება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. ასევე, იკრძალება სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა და 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა.

21:00-დან დილის 06:00-მდე ე.წ კომენდატის საათი ცხადდება.

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
დაწერე კომენტარი