რუსეთი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

რუსეთი

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია. საუბარია, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებაზე. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგაერო უწყებაში გაკეთდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

უწყებაში შიშობენ, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოება დადგება კითხვის ქვეშ.

სამინისტრომ ასევე გაიხსენა რუსეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით: ადრე მოსკოვმა ისრაელის დედაქალაქად დასავლეთ იერუსალიმი და აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა, მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქს, როგორც ისრაელი, ისე პალესტინა საკუთარ დედაქალაქად განიხილავს. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

loading…
გააკეთე კომენტარი!