კონგოს მთავრობა: არჩევნები ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ წელს აღარ გვექნება

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალური მთავრობის განმარტებით, შეიძლება ნანატრი არჩევნების წელი არ მოვიდეს.

cyc

​რატომ? – მათი განცხადებით, არჩევნების ჩატარება უბრალოდ ძალიან ძვირი ჯდება.

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება ამ წელიწადს 1.8 მილიარდის მობილიზება”, – განაცხადა კონგოს სახელმწიფო მინისტრმა პიერ კანგუდიამ, რომელიც ბიუჯეტზეა პასუხისმგებელი.

​მისი თქმით ამ ეტაპზე ურჩევნია, რომ ენის სიწმინდე შეინარჩუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას “აფრიკა ნიუსზე” დაყრდნობით, WashingtonPost ავრცელებს.

​კონგოს დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინა წელს არჩევნების ჩატარების ღირებულება 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა კი აშშ-ის არჩევნების ღირებულების თითქმის 2/3-ს შეადგენს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი