საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტის გაფორმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი გაიამრთა საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შავი ჩაი ასკილით

უწყების ცნობით, მოლაპარაკების დასასრულს, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.

,,2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, საჭიროა, რომ ასევე რუსეთის მხარემ ხელი მოაწეროს ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთება…

პოპულარული

"არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გტკივა..." - მამა პეტრეს ღია წერილი გიორგი გაბუნიას
„რუსთავი 2-ის თოთოეული თანამშრომლის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება“ - ნიკა გვარამია
"გაბუნიას ერთ დროს ბერობა უნდოდა, რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან... მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა"
,,ბიძა გოგონას ოთახში შევიდა და სექსით დაკავდა... " - 15 წლის გოგონას შოკისმომგვრელი ისტორია
დაწერე კომენტარი