თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა

სარევიზიო კომისიის სხდომა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ხელმძღვანელობდა.

solva.ge

კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიას“ მიერ 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წელსა და 2017 წლის 1 ივნისამდე გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა შედგა.


კომისიის წევრებმა ასევე თბილისის სამი რაიონის – ვაკის, მთაწმინდის და ჩუღურეთის რაიონების გამგეობების მიერ 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა გამართეს.


კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

loading…
გააკეთე კომენტარი!