“კომერციულად ჩამოანგრია და აიძულა, გავიდეს ბაზრიდან… ჩვენ უარს ვაცხადებთ” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

მოკლედ, ხელისუფლებამ ვერაფერი რომ ვერ მოახერხა, ბოლობოლო, სატელევიზიო რეიტინგის ერთადერთი ვალიდური გამზომი AGB Nielsen კომერციულად ჩამოანგრია და აიძულა, გავიდეს ბაზრიდან. იანვრიდან ბაზარზე რჩება ერთადერთი გამზომი, ტელეკომპანია იმედის რეალურ საკუთრებაში მყოფი კანტარ მედია.

იმ ვითარებაში, თუ

🛑ახალი გამზომის კორპორაციული სქემა და უფლებამოსილებების სისტემა არ იქნება გამოტანილი ღია საჯარო განხილვაზე;

🛑არ იქნება გათვალისწინებული ყველა გონივრული ფილტრი და ბარიერი რეიტინგების გაყალბების შესაძლებლობის გასანეიტრალებლად;

🛑და ეს გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ყველა ტელევზიის, სარეკლამო სააგენტოს და, ასევე, ყველა წონადი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, და მომავალში ფუნქციონირებას არ გააგრძელებს მათივე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ,

ჩვენ უარს ვაცხადებთ კანტარ მედიასთან თანამშრომლობაზე და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა ტელევიზიას და სარეკლამო სააგენტოს.

პოპულარული

კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი