კოლუმბიაში, საპროტესტო აქციებზე 115 ადამიანი დააკავეს

კოლუმბიის პოლიცია

კოლუმბიაში, ქალაქ კალიში არეულობის შედეგად 115 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი უილიამ რუისი ავრცელებს.

მისი განცხადებით, საერთო ჯამში არეულობის შედეგად დაშავდა 97 ადამიანი, მათგან 46 – პოლიციელია. არეულობის პარალელურად ძარცვის 56 ფაქტი დაფიქსირდა. ვანდალებმა დააზიანეს 19 ავტობუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 5 მოსაცდელი. 

„სიტუაცია კონტროლირებადია. მთელი ქალაქის მაშტაბური პატრულირება გრძელდება“, – აცხადებენ პოლიციაში.

საპროტესტო აქციების გამო კოლუმბიამ 20 ნოემბერს 2 დღით საზღვრები ჩაკეტა. 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტი, ივან დუკე მოაწერს ხელს ბრძანებას, რომელიც მერებსა და გუნერბატორებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფსთვის საგანგებო ზომების მიღების ნებართვას აძლევს.​ კერძოდ, აიკრძალება იარაღის ტარება, შეიზღუდება ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება, არაა გამორიცხული კომენდანტის საათის დაწესებაც.

თავდაპირველად, საპროტესტო აქციები სტუდენტური მსვლელობების სახით უნდა გამართულიყო, თუმცა შემდეგ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ იმავე დღეს საყოველთაო გაფიცვა დააანონსა.

ხელისუფლება შიშობს, რომ საპროტესტო აქციები შესაძლოა, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების სცენარით განვითარდეს, სადაც ვანდალიზმის შემთხვევებსა და არეულობებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

loading...

პოპულარული

"პრმეიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ განიხილება, თემის გაჟღერება თაკო ჩარკვიანის პირადი აზრი იყო"- "ძალა ერთობაშია"
"ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძე პრემიერის პოსტზე არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული" - უდუმაშვილი
"ედპ-ის სახელით კოალიციაში პრემიერის პოსტზე მხარს დავუჭერ მხოლოდ რეალისტურ კანდიდატს და ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე" - ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის გეგმებზე
"ოპოზიციიდან ერთი პარტია 12 %-იანი, მეორე კი 3 %-იანია, ასეთ ვითარებაში, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და გიორგი რურუას საკითხი მხოლოდ საბაბია"- კობახიძე
"ევროპა საქართველოდან წავიდა" - მეუფე იოანეს სკანდალური განცხადება (ვიდეო)
თამო ვარშალომიძე ორსულადაა- ვისგან აჩენს ბავშვს ქართველი სექს სიმბოლო(ვიდეო)
1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
"მცემეს... ძმაო, ასფალტზე მარტყმევინეს სახე" - ქუთაისში, პოლიციის მიერ მამაკაცის სასტიკი დაკავების კადრები
„ყველაზე სექსუალური ქალი საქართველოში“ - სოფია სებისკვერაძის ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს
დაწერე კომენტარი